შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ხათუნა შავგულიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, ინგლისური ენის განხრით. 2000 წლის ნოემბრიდან ცხოვრობს დიდ ბრიტანეთში, ოჯახთან ერთად. ლექსის წერა დაიწყო ემიგრაციაში ყოფნისას – 2008 წელს; 2009 წელს, ქართული სათვისტომოს დახმარებით, გამოიცა მისი ლექსების პირველი კრებული "ფიქრის რაშები"; 2011 წელს მეორე კრებული – "ჩვენ დავბრუნდებით", მისი მესამე კრებული – "სულში შენახული საქართველო" 2017 წელს გამოიცა. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.334; ამბავი საქართველოს გარეთ... : ემიგრანტის დღიური. - ბათუმი , 2017.- გვ. 202-216 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |