The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა დევიძე

ნანა დევიძე
დაბადების თარიღი:17 აპრილი, 1955  (70 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი თარგმანის განხრით 1979 წელს.

1977-1979წწ. მივლინებული იყო ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში (იმ დროისათვის ვინცას კაპსუკასის სახელობის) ლიეტუვური ენის, ისტორიისა და ლიტერატურის შესასწავლად. 1980 წელს მუშაობა დაიწყო მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარ სარედაქციო კოლეგიაში. იყო  რედაქტორი, ხოლო შემდეგ ბალტიური ლიტერატურის განყოფილების გამგე. 1991 წლიდან - საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურული ურთიერთობების ცენტრის - ა.ს. პუშკინის მემორიალური მუზეუმის დირექტორი. 1993 წელს - კავკასიის ხალხთა კულტურისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევის რესპუბლიკური ცენტრის მეცნიერ-მუშაკი; 2002-2003წწ.  საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის  ("კავკასიური სახლი") ევროპულ-ამერიკული ლიტერატურის განყოფილების გამგე. 2001–2005წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ "კავკასიურ სახლთან" არსებულ ქართული ენის შემსწავლელ კურსებს. 2004-2007წწ. საქართველოს მწერალთა კავშირის თარგმანის საგამომცემლო ცენტრ "ხომლის" რედაქტორია. 2003 წელს ლიეტუვის კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის ლიეტუვის პრეზიდენტის ბრძანებით დაჯილდოებულია "ვიტაუტას დიდის" სახელმწიფო ორდენის მედლით. 2009-2015წწ. ლიეტუვის მწერალთა კავშირის ყოველწლიური საერთაშორისო მთარგმნელობითი სემინარის კოორდინატორია საქართველოს მხრიდან. 2019 წელს ლიეტუვის მწერალთა კავშირის, მთარგმნელთა კავშირისა და კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით მიენიჭა წმ. იერონიმეს სახელობის პრემია საუკეთესო თარგმანებისთვის და ლიტვის კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის. გამოცემულია მის მიერ თარგმნილი შემდეგი წიგნები: ლიეტუვური თანამედროვე პროზის კრებული - "ჩემი ველები" ( 2006  წ. გამომცემლობა "საქართველოს მაცნე"), ლიეტუვური ხალხური პოეზიის კრებული "მწვანე რუტა" (2008წ. გამომცემლობა "კავკასიური სახლი". შემდგენელი და რედაქტორი), ბირუტე იონუშკაიტეს მოთხრობების კრებული და რომანი "ანკარების ხიდი" საერთო სათაურით "ჩუმი ყვავილობა" (2013 წ. გამომცემლობა "კავკასიური სახლი" ), რომუალდას გრანაუსკასის "კურატის შეწირვა" (2013 წ. გამომცემლობა "ახალი საუნჯე"), გიედრა რადვილავიჩუტეს ესეები "გამოღვიძებები" და "ტექსტის ხიბლი" (2014 წელი,  ჟურნალი "ახალი საუნჯე" (N10(18)), 2016 წელს გამოვიდა ჟურნალ "აფრის" (N23) სპეციალური ნომერი, მიძღვნილი ლიეტუვური ლიტერატურისადმი, ანტანას ვიენუოლისის "კავკასიური ლეგენდები" (2018 წ. გამომცემლობა "საუნჯე"), ბირუტე იონუშკაიტეს საბავშვო წიგნი "ულვაშა ლევუკოს ისტორია" (2019 წ., გამომცემლობა "კავკასიური სახლი"), ლაურა სინტია ჩერნიაუსკაიტეს რომანი "სულჩადგმული მარმარილო" (2021 წ. გამომცემლობა "კლიო"), რომუალდას გრანაუსკასი "წმინდანთა ცხოვრება და სხვა მოთხრობები" (2013 წელი, გამომცემლობა "საგა"), 2021 წელი კრებული "მთვარის მშრალი მხარე" - თანამედროვე ქართველი პროზაიკოსი ქალების მოთხრობათა კრებული ლიეტუვურ ენაზე, კოორდინატორი და პწკარედული თარგმანის ავტორი (2021 წ. ლიეტუვური ლიტერატურისა და ფოლკლორის ინსტიტუტის გამომცემლობა), ხორვატიელი მწერლის სილვია შესტოს "მომეცი ცისფერი დათვი" (2021წ. გამომცემლობა "კავკასიური სახლი"), ვიტაუტას ლანდსბერგის - უმცროსის საბავშვო წიგნი: "ცხენ დომენიკოს სიყვარული" (2022წ. გამომცემლობა "საგა"), ბირუტე მარის საბავშვო წიგნი "მეყვავილე" (2022წ. გამომცემლობა "საგა"). თანამედროვე ლიეტუველ ქალთა პროზის მცირე ანთოლოგია სათაურით: "ტექსტის ხიბლი" (2022წ. გამომცემლობა "საგა"). აქტიურად თანამშრომლობს ლიეტუვის მწერალთა კავშირსა და ლიეტუვის კულტურის ინსტიტუტთან და მონაწილეობას იღებს ამ ორგანიზაციათა პროექტებში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ლიეტუვის მწერალთა კავშირი, საპატიო წევრი (2018-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: