The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალიოშა ლუხუტისპირელი

ოფიციალური სახელი:ალიოშა ბუცხრიკიძე
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:დრამატურგი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩხარი (ყოფილი შორაპნის მაზრა), თერჯოლის რაიონი.

მუშაობდა ბათუმში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, 1908-1911 წლებში იყო მასწავლებელი მესტიაში. 1904-1905 წლებში ბათუმში ფარულად ეწეოდა აგიტაციას მეფის რუსეთის წინააღმდეგ; სამწერლო მოღვაწეობას შეუდგა 1905 წლიდან. ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა კორესპონდენციებს, სტატიებსა და წერილებს; ასევე დაწერილი აქვს პოემა "გლეხის ბედი" და სამმოქმედებიანი დრამები: "თავისუფლებისათვის თქავდადებულნი", "ცხოვრების უკუღმართობის მსხვრელპნი" და "ყაჩაღები კომუნისტების ქურქში". 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.888


გააზიარე: