The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლერი ჭითანავა

ლერი ჭითანავა
დაბადების თარიღი:30 სექტემბერი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭკადუა, ზუგდიდის რაიონი.

1974 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1974 წელს; სუბტროპიკული მეცნიერების ინსტიტუტი 1982 წელს; კალიფორნიის უნივერსიტეტის საერთაშორისო სწავლების ცენტრის ადგილობრივი მმართველობის კურსი 1996 წელს (აშშ); აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამა ვაშაინგტონში - განხრით: "ადგილობრივი მართვის სისტემების განვითარება".

შრომითი საქმიანობა დაიწყო ენგურის ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობაზე სამთო ინჟინრად "ენგურკაშხალმშენში"; 1974-1975წწ. მსახურობდა საბჭოთა საჰაერო თავდაცვის ძალებში; 1979 წლიდან მუშაობდა აგრარულ სექტორში; 1982-1987წწ. ზუგდიდის რაიკომის განყოფილების გამგედ; იყო ზუგდიდის რაიონში სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგე, 1987-1993წწ. ინგირის ჩაის აგროსამრეწველო კომბინატის დირექტორი, ზუგდიდის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსი; 1993-1997წწ. ზუგდიდის რაიონის გამგებლი; 1997-2002წწ. ზუგდიდის მერი; 2003-2004წწ. სამეგრელო-ზემო სვანეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი; 2004 წელს დაინიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ; 2004-2006წწ. საქართველოს სოფლის მეურეობის მინისტრის მოადგილე, სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი; 2006-2007წწ. სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი.


გააზიარე: