The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან ლაყაფაშვილი

დაბადების თარიღი:1868  (157 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გრემი, ყვარლის რაიონი.

1902 წლიდან მონაწილეობდა თვითმპყრობლობის წინააღმდეგ გამოსვლებში; ხელმძღვანელობდა მიტინგებს, რევოლუციურ წრეებს, ეწეოდა აგიტაცია-პროპაგანდას, ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას. მის სახლში ეწყობოდა კრებები, თავს აფარებდნენ პროპაგანდისტ-აგიტატორები და რევოლუციონერები. 1908 წელს ქეთევან ლაყაფაშვილი თავის ოთხ შვილთან ერთად დაიჭირეს და განჯაში გადაასახლეს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჯავახიშვილის გვარით ცხოვრობდა, ერთი წლის შემდეგ გადაასახლეს ასტრახანის გუბერნიაში, ენოტაევის მაზრაში, სადაც სამი წელი დაჰყო. 1911 წელს არალეგალურად დაბრუნდა გრემში, ცხოვრობდა თბილისშიც. სამი შვილი გარდაეცვალა ციმბირში. რევოლუციონერი, პროპაგანდისტ-ორგანიზატორი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.773


გააზიარე: