The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იზა გიგაური

იზა გიგაური
Date of birth:4 March, 1979  (46 years)
Category:Scientist, Explorer, Educator

Biography

დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უცხო ენათა ფილოლოგიის ბაკალავრის ხარისხით 2006 წელს; გერმანიის რურის უნივერსიტეტი ბოხუმში 2007 წელს; ამერიკული უნივერსიტეტის თბილისის კამპუსი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხით 2009 წელს; ნიდერლანდების ბიზნესის სკოლა საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხით 2011 წელს.

სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადამიური ხარისხი (Summa Cum Laude). სადისერტაციო თემა - "მარკეტინგის სოციალური პასუხისმგებლობის ასპექტები საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე", დაიცვა 2012 წელს.

კითხულობს ლექციებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე, არის სადოქტორო და სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელი, ექსპერტი და ოპონენტი; გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო ინდექსირებად და მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებსა და წიგნებში, მონაწილეობა აქვს მიღებული 20-ზე მეტ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, არის 30-ზე მეტი მაღალრეიტინგული საერთაშორისო ჟურნალის რედკოლეგიის წევრი და რეცენზენტი, აგრეთვე საერთაშორისო კონფერენციების სამეცნიერო კომიტეტის წევრი; კვლევითი ინტერესები მოიცავს მარკეტინგს, კორპორაციულ პასუხისმგებლობას და ბიზნესის ეთიკას, მდგრად განვითარებას, ორგანიზაციულ ქცევას, ლიდერობას, ადამიანური რესურსების მენეჯმენტს, მეწარმეობასა და სოციალურ მეწარმეობას; იყო საერთაშორისო ფონდების სტიპენდიანტი: ლეინ კირკლანდის სასტიპენდიო კვლევითი პროგრამა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის სასტიპენდიო პროგრამა, ერასმუს მუნდუსის სადოქტორო კვლევითი სტიპენდია, ნიდერლანდების სტიპენდიის პროგრამა, გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის სტიპენდია. მიღებული აქვს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მადლობის სიგელები სწავლების ეფექტიანად წარმართვის, გაწეული ნაყოფიერი საქმიანობის, სამეცნიერო პროდუქტიულობისა და კვლევის ხარისხის შეფასების უმაღლესი შედეგებისთვის. უნივერსიტეტების გარდა, მუშაობის გამოცდილება აქვს სამთავრობო, კომერციულ და არასამთავრობო ორგანიზაციებში. დოქტორი, პროფესორი, აფილირებულია წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში.

Member of Organizations

  • სამეცნიერო საზოგადოება ეკონომიკისა და მენეჯმენტის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტი (International Research Institute for Economics and Management (IRIEM), წევრი

Bibliography


Share: