The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სანდრო შაიშმელაშვილი

სანდრო შაიშმელაშვილი
Date of birth:1928  (97 years)
Category:Poet

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

წლების მანძილზე მუშაობდა მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში ლოგოპედიური ცენტრის გამგედ. მან სკოლის მოსამზადებელი ჯგუფისთვის შეადგინა მეტყველების ფონეტიკური წყობის განუვითარებელ ბავშვთა სწავლების პროგრამა. მისი ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. ასევე აღსანიშნავია მისი წერილები: "ვეფხისტყაოსნის" ტექსტისათვის"; "რეპრესირებული სტროფისათვის" ("ვეფხისტყაოსნის" ახალი გამოცემის გამო); "ილია ნეგატიურ მოვლენათა შესახებ"; "ილია და სოფლის მეურნეობის მექანიზაცია"; "სულხან-საბა ორბელიანის წერა-კითხვის სწავლის სისტემა"; "რეზო ინანიშვილთან საუბრების ანარეკლი"; "ალაფალა" და სხვა. ეს წერილები სხვადასხვა გამოცემაში გამოქვეყნდა. ესენია: "კრიტიკა", "საქართველოს სოფლის მეურნეობა", "სახალხო განათლება", "სკოლა და ცხოვრება", "ანეული".

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.336-337


Share: