შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი თაბუკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი მცირე და საშუალო ჰესების ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით. 1952 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, 52 წლის განმვალობაში, მუშაობდა "თბილჰიდროპროექტში". გაიარა საინჟინრო კვალიფიკაციის სხვადასხვა საფეხური და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტად ჩამოყალიბდა. მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის ტყიბულჰესის, გუმათჰესების, ვარციხეჰესების, ენგურჰესის, ვარდნილჰესების ობიექტების დაგეგმარებასა და განხორციელებაში. 1995 წლიდან იყო ჟინვალის კომპლექსური ჰიდროკვანძის პროექტის მთავარი ინჟინერი; მუშაობდა თბილისის და რუსთავის წყალმომარაგების პრობლემების საკითხებზე; სათავე ნაგებობების დაპროექტებისა და მშენებლობის საკითხებზე. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.139 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |