შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ცირა შალაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭიკაანი, ყვარლის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტი; ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთ "ფეიქარის", ჟურნალ "განთიადის" რედაქციებში, გამომცემლობა "საქართველოში", საზოგადოება "ცოდნაში". გაზეთ "ქუთაისის" რედაქციაში განყოფილების გამგედ, მთავარი რედაქტორის მოადგილედ. 1998 წლიდან გაზეთ "საღამოს ქუთაისის" მთავარი რედაქტორი იყო. პირველი ლექსი "გელათი" გამოაქვეყნა 1966 წელს გაზეთ "ქუთაისში". გამოცემულია მისი 17 პოეტური კრებული (მათ შორისაა: "მკათათვე", "ქარის წელიწადი", "მასწავლეთ მიწაზე სიარული", "წერილები მონატრებიდან", "ვერნისაჟი", "აკვარიუმი", "შობიდან აღდგომამდე") და რომანი "წვიმების სეზონი". წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.337-338 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |