Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კლარენს შამფრიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ზემო სვანეთის სოფელი ბეჩო, მესტიის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. ცხოვრობდა ქუთაისში. მისი ლექსები ხშირად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. პირველი პოეტური კრებული იყო "მე არწივებმა მასწავლეს" (1990), მეორე კრებული − "ციხე ციხეში" (1977-1988 წლებში დაწერილი ლექსები), რომელიც 1999 წელს გამოქვეყნდა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, 2009 წელს მეგობრებმა გამოსცეს კრებული "საშამფრიანო". როგორც კრებულის შემდგენელი და რედაქტორი თორნიკე ერისთავი წერს წინასიტყვაობაში, "ამ წიგნის დაბეჭდვით აღსრულდა პოეტის მრავალწლიანი ნატვრა: "საშამფრიანო" უნდა დავარქვა ბიძაჩემის სიმონ შამფრიანის, ჩემი ბიძაშვილის, სიმონის შვილის, ბეთქილის, და ჩემი ლექსების წიგნს და მინდა გამოვცე ერთადო". ამ კრებულში, მართლაც, გაერთიანდა სხვადასხვა თაობის სამი შამფრიანის ერთურთისაგან განსხვავებული პოეტური ხელწერა. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.340 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |