Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინა ციხისთავი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ქალთა გიმნაზია 1924 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1935 წელს; 1969 წელს ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტში (ახლანდელი საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემია) მან გაიარა უროლოგიის სპეციალიზაციის დახელოვნების ციკლი; 1974 წელს საატესტატო კომისიის მიერ მიენიჭა პირველი კატეგორიის ექიმის და ბავშვთა ქირურგის კვალიფიკაცია. 1927-1928წწ. მუშაობდა თბილისის ტრამვაის სისტემაში ოპერატორად; 1935 წლიდან თბილისის ვაკის რაიონის მოზრდილთა და ბავშვთა პოლიკლინიკაში უბნის გინეკოლოგად და, შეთავსებით, თერაპევტად 18 წლის მანძილზე მუშაობდა; ამასთან, თბილისის ტროპიკული ინსტიტუტის ექიმი-ლაბორანტი და ბიოქიმიური ლაბორატორიის სამედიცინო მუშაკი იყო; 1937 წლიდან, მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ნ. ციხისთავი იძულებული გახდა, კიდევ დამატებით შემოსავალზე ეზრუნა: მან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სადისერტაციო-საკვალიფიკაციო საბჭოში სტენოგრაფისტად დაიწყო მუშაობა; 1953-1979წწ. მუშაობდა თბილისის N1 ბავშვთა კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში ექიმი-ორდინატორის თანამდებობაზე, სადაც მან 26 წელი ქირურგად იმუშავა; 45 წლის მანძილზე მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის სხვადასხვა დარგში. სამედიცინო სფეროში მისი მოღვაწეობა არაერთგზის აღინიშნა ჯილდოს მინიჭებით. ექიმი - გინეკოლოგი, ქირურგი. Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |