The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მირონ თავბერიძე

მირონ თავბერიძე
დაბადების თარიღი:1904
გარდაცვ. თარიღი:1961  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზენობანი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა მ. კალინინის სახელობის ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით.

ინსტიტუტში სწავლის პერიოდში მუშაობდა სხვადასხვა მშენებლობებზე, ქარხნებში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სსრკ მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატის გადაწყვეტილებით მუშაობა დაიწყო "საქენერგოში", სადაც 1944 წლამდე იმუშავა შემდეგ თანამდებობებზე: დისპეტჩერი, მორიგე ინჟინერი, საამქროს უფროსი, ზაჰესის მეორე რიგის მშენებლობის უფროსი, "საქენერგოს" ქსელების სამმართველოს მთავარი ინჟინრის მოადგილე. 1944-1948წწ. მუშაობდა "საქქსელმშენის" (შემდგომ წლებში - "კავკასელექტროქსელმშენი") უფროსად, სადაც ჩაატარა დიდი მოცულობის ორგანიზატორული სამუშაო ქვეყენაში ქსელების მშენებლობის ხაზით. 1949 წელს სსრკ ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის სამინისტროს მიერ გაიგზავნა ყირიმისა და როსტოვის ოლქების ელექტროქსელების მშენებლობაზე. 1948 წელს დაინიშნა ტრესტ "სამხრეთელექტროქსელმშენის" (ქ. დონეცკი) მთავარ ინჟინრად; 1960 წელს პირადი თხოვნით გადმოყვანილ იქნა საქართველოში ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენში", სადაც 1961 წლამდე იმუშავა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.140

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1957 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1951 - საქართველოს დამსახურებული რაციონალიზატორი

გააზიარე: