შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერი მარგიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მულახი, მესტიის რაიონი. დაამთავრა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, ფერწერის ფაკულტეტი 1974 წელს. 70-ანელთა ერთ-ერთი საინტერესო მხატვარი, მისი შემოქმედება ძირითადად საქართველოს მთიანეთი იყო. იგი ხატავდა სვანეთის გოროზ მთებს, მზით განათებულ თოვლიან მყინვარებს, მთვარიან ღამეში თეთრად მოელვარე მწვერვალებს. მისი ნამუშევრები განეკუთვნება საუკეთესო ხელოვნების ნიმუშებს. აქტიურად იყო ჩაბმული საქართველოსა და საზღვარგარეთის საგამოფენო ცხოვრებაში. 1987 წელს ერთ-ერთმა მისმა ნამუშევარმა იაპონიის საერთაშორისო გამოფენაზე ქ. ტოკიოში ოქროს მედალი დაიმსახურა. მისი ნამუშევრები დაცულია მოსკოვში ტრეტიაკოვის გალერეაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების კერძო კოლექციებსა და გალერეებში. 1990 წელს ქ. ქუთაისში ჩატარებულ ფერმწერთა საერთაშორისო პლენუმზე დიდი მოწონება დაიმსახურა, სადაც სრულად გამოჩნდა მისი ფერწერის სრულყოფილი სახე. სპეციალისტთა შეფასებით მის შემოქმედებაში არ იგრძნობა ერთფეროვნება, სუფევს ჭეშმარიტი ხელოვნება და აღფრთოვანებაში მოჰყავს მნახველი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.240 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |