The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ თამაზაშვილი

თენგიზ თამაზაშვილი
Date of birth:1942  (83 years)
Category:Inventor, Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი სპეციალობით ქალაქებისა და საწარმოო დაწესებულებების ელექტრო მომარაგება.

1966-1968წწ. - ურალი, კაჩკანარისა და აზბესტის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატები, გაწყობა-გაშვების ინჟინერი; 1968-1970წწ. - სამხედრო სამსახური, ბატალიონის ენერგეტიკოსი; 1970 წლიდან - საქართველოს ენერგოსისტემა, "საქენერგოს" ცენტრალური ლაბორატორია, ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, შეფ ინჟინერი, I კატეგორიის ინჟინერ-კონსტრუქტორი; 1974 წლიდან - "საქენერგოს" საწარმოო კომბინატის მთავარი ენერგეტიკოსი; 1980 წლიდან - "საქენერგოს" მაღალი ძაბვის ქსელების სარემონტო საამქროს უფროსი; 1991 წლიდან - მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1993 წლიდან - მაღალი ძაბვის ქსელების მთავარი ინჟინერი; 2003 წლიდან - საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ფონდების ინჟინერი. მისი უშუალო მონაწილეობით საქართველოს ენერგოსისტემაში დაინერგა მოკლე შერთვების მაფიქსირებელი ხელსაწყოების მონტაჟი. აღნიშნული ხელსაწყოების სამუშაო პარამეტრების გასაუმჯობესებლად მის მიერ დანერგილია ათამდე რაციონალიზატორული წინადადება. მისი ხელმძღვანელობით ათვისებულ იქნა ახალი ტექნიკის, მეორე თაობის საჰაერო ამომრთველების რემონტის სპეციფიკა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და წამახალისებელი სიგელები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.142

Awards and Honors

  • 2006 - საქართველოს დამსახურებული ენერგეტიკოსი

Share: