The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე თაყაიშვილი

ალექსანდრე თაყაიშვილი
დაბადების თარიღი:1951  (74 წლის)
კატეგორია:არქეოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი ნავთობისა და გაზის გეოლოგიისა და ძიების სპეციალობით და მიიღო სამთო ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაცია.

ინსტიტუტში სწავლის პერიოდში მუშაობდა გეოლოგიური სამმართველოს კომპლექსურ გეოლოგიურ-გეოფიზიკურ ექსპედიციაში გეოლოგიური აგეგმვის პარტიაში, სადაც გაიარა ყველა თანამდებობრივი საფეხური მუშიდან უფროსი გეოლოგის თანამდებობამდე. 1976 წლიდან - "საქნავთობის" ნავთობ-გაზმომპოვებელი სამმართველო, მოპოვების ინჟინერ-ტექნოლოგი, შემდგომ გეოლოგიურ-გეოფიზიკური ლაბორატორია, უფროსი ინჟინერი; 1978 წლიდან - ჩრდილო კავკასიის სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის ლაბორატორია, უფროსი ინჟინერი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986-1995წწ. - "საქნავთობი", გეოლოგიური განყოფილების უფროსი; 1992-1995წწ. - ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანია, გეოლოგ-კონსულტანტი; 1995 წლიდან - შპს "იორის ველი ნავთობი და გაზი", მთავარი გეოლოგი. გამოქვეყნებული აქვს 30-მდე ნაშრომი, რომლებიც ძირითადად ეხება მარაგების ანგარიშის მეთოდოლოგიას და თბილისისპირა ნავთობგაზიან რაიონში გავრცელებულ ნავთობშემცველ კოლექტორებს. მონაწილეობდა აშშ-ს სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის,  EZRI-ს ინსტიტუტის მიერ შესრულებულ სამეცნიერო ნაშრომში, რომელშიც განხილულია საქართველოს ყველა ნავთობგაზიანი რაიონი და მათი პერსპექტივები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.142-143


გააზიარე: