Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე თაყაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი ნავთობისა და გაზის გეოლოგიისა და ძიების სპეციალობით და მიიღო სამთო ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაცია. ინსტიტუტში სწავლის პერიოდში მუშაობდა გეოლოგიური სამმართველოს კომპლექსურ გეოლოგიურ-გეოფიზიკურ ექსპედიციაში გეოლოგიური აგეგმვის პარტიაში, სადაც გაიარა ყველა თანამდებობრივი საფეხური მუშიდან უფროსი გეოლოგის თანამდებობამდე. 1976 წლიდან - "საქნავთობის" ნავთობ-გაზმომპოვებელი სამმართველო, მოპოვების ინჟინერ-ტექნოლოგი, შემდგომ გეოლოგიურ-გეოფიზიკური ლაბორატორია, უფროსი ინჟინერი; 1978 წლიდან - ჩრდილო კავკასიის სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის ლაბორატორია, უფროსი ინჟინერი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986-1995წწ. - "საქნავთობი", გეოლოგიური განყოფილების უფროსი; 1992-1995წწ. - ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანია, გეოლოგ-კონსულტანტი; 1995 წლიდან - შპს "იორის ველი ნავთობი და გაზი", მთავარი გეოლოგი. გამოქვეყნებული აქვს 30-მდე ნაშრომი, რომლებიც ძირითადად ეხება მარაგების ანგარიშის მეთოდოლოგიას და თბილისისპირა ნავთობგაზიან რაიონში გავრცელებულ ნავთობშემცველ კოლექტორებს. მონაწილეობდა აშშ-ს სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის, EZRI-ს ინსტიტუტის მიერ შესრულებულ სამეცნიერო ნაშრომში, რომელშიც განხილულია საქართველოს ყველა ნავთობგაზიანი რაიონი და მათი პერსპექტივები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.142-143
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |