The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ ჩიკვაიძე

დაბადების თარიღი:1968  (57 წლის)
კატეგორია:პოეტი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1989 წელს.
ქარელის წყალობის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი; წმიდა ილია მართლის სახელობის სალიტერატურო ჟურნალ "საქართველოს მოამბის" რედაქტორ-გამომცემელი; თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი. გამოცემული აქვს ლექსების კრებულები: "სინათლისაკენ" (1990), "მთის მწვერვალები" (2003), "თოვს, დედას ძლიერ უყვარდა თოვა" (2006).

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.355

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: