Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ თაყაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი წიაღისეულის დამუშავების სპეციალობით და მიენიჭა სამთო ინჟინრის კვალიფიკაცია. 1941 წელს მუშაობა დაიწყო "საქნავთობის" სისტემაში. მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. გაიარა ყველა საფეხური ბურღვის ოსტატიდან "საქნავთობის" ბურღვის განყოფილების უფროსობამდე. 1953 წელს მივლინებულ იქნა ქ. მოსკოვში "ნავთობის აკადემიაში" სასწავლებლად, რომელიც დაამთავრა 1955 წელს. 1955 წლიდან - საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ნავთობის გეოლოგიის ინსტიტუტი, თემატური პარტიის უფროსი, შემდეგ, "საქნავთობის" ბურღვის მთავარი ტექნოლოგი; 1962-1963წწ. - ავღანეთის რესპუბლიკა, ბურღვის კანტორის ტექნიკური ხელმძღვანელი; 1963 წლიდან - "საქნავთობის" მთავარი ინჟინერი; 1965 წლიდან - საქართველოს გეოლოგიური სამმართველოს გენერალური დირექტორის მოადგილე ბურღვის დარგში; 1976 წლიდან - "საქნავთობის" გეოლოგიური საძიებო კანტორა. გამოქვეყნებული აქვს 14 სამეცნიერო ნაშრომი. ავტორია სამი რაციონალიზატორული წინადადების, რომლებმაც ფართო გამოყენება ჰპოვეს წარმოებაში. კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.143 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |