The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზვიად ოქროპირიძე

ზვიად ოქროპირიძე
დაბადების თარიღი:27 ივნისი, 1974  (50 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით სამართალმცოდნე  (მაგისტრთან გათანაბრებული) 1996 წელს; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა "სისხლის სამართლის და კრიმინოლოგიის, შრომა-გასწორების სამართლის" სპეციალობით (დოქტურანტურასთან გათანაბრებული) 2000 წელს.
1996-1998წწ. - საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის და რეფორმების კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი (იურისტი); 1998-2004წწ. - USAID-ის მიწის ბაზრის განვითარების პროექტი საქართველოში, იურიდიული მრჩეველი; 2005-2006წწ. - არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", იურიდიული მრჩეველი; 2006-2016წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (განყოფილების უფროსის მოადგილიდან - იურიდიული დეპარტამენტის უფროსამდე); 2016-2019წწ. - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; 2019 წლიდან საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მრჩეველი, შემდეგ ადმინისტრაციული დირექტორატის უფროსის მოადგილე (იურიდიული სამმართველოს კურატორი). არის ავტორი "ადგილობრივი თვითმმართველობის, საარჩევნო კოდექსის (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს არჩევნების ნაწილის) და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ" კანონების მოკლე მიმოხილვის (გამოიცა "საერთაშორისო განვითარება - საქართველოს" მხარდაჭერით, 2006); "სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის და აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის მოკლე მიმოხილვის (გამოიცა "საერთაშორისო განვითარება - საქართველოს" მხარდაჭერით, 2006).

ბიბლიოგრაფია

  • აზრის ძალა, ქვეცნობიერი და სამყაროს შემოქმედი : პრაქტიკული რჩევები ჩემს შვილებს: რა უნდა ვიცოდეთ აზრის ძალისა და ქვეცნობიერის შესახებრას ნიშნავს "თვითცნობიერება" ანუ "ინტროსპექცია" და რა არის მისი მეთოდი. რა არის "რწმენის ძალა", როგორ მუშაობს მისი მექანიზმი და რეალურად რა შეუძლია მას. რა არის პოზიტიური და ნეგატიური აზროვნება და როგორ ხდება აზროვნების პროგრამირება. რას ნიშნავს სიტყვები: "ადამიანი არის სულიწმინდის ტაძარი" და სიტყვები "უფლის სასუფეველი ჩვენშია". როგორ გამოვიყენოთ მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში და გავხდეთ ისეთები, როგორიც ჩვენ გვინდა (ავტორი). - თბილისი, 2024. - 190გვ.. - ISBN: 9789941988455
  • ჩვენი თავის გასაღები : პრაქტიკული რჩევები ჩემს შვილებს: როგორ გავაცნობიეროთ საკუთარი თავი, როგორ ვიცხოვროთ ქრისტიანული რწმენით, რა უნდა ვიცოდეთ რწმენისა და რელიგიების შესახებ, რა უნდა ვიცოდეთ მედიტაციური პრაქტიკების შესახებ, რას ნიშნავს სამშობლო და ეროვნული ღირებულებები, როგორ გავძლიერდეთ და განვავითაროთ ჩვენი უნარები, როგორ დავიცვათ საკუთარი თავი და პირადი უსაფრთხოება, როგორ დავგეგმოთ ჩვენი ცხოვრება და ვიყოთ წარმატებულები (ავტორი). - თბილისი, 2022. - 200გვ.. - ISBN: 9789941981081
  • მიწის გადასახადის ცნობარი (თანაავტორი). - თბილისი, 2003. - 96გვ.
  • მიწის კანონმდებლობის ტერმინოლოგია : ცნობარი (თანაავტორი). - თბილისი, 2002. - 64გვ.

გააზიარე: