The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე მერლანი

ალექსანდრე მერლანი
დაბადების თარიღი:1914
გარდაცვ. თარიღი:1973  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლენჯერი, მესტიის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის ექვსთვიანი კურსები; საქართველოს კპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ პარტიული სკოლა 1951 წელს.

მუშაობა დაიწყო მესტიის რაიკომში ინსტრუქტორად. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე შევიდა კავკასიის დაცვის სპეციალურ რაზმში და ხელს უწყობდა ჩვენი ჯარების აქტიურ მოქმედებებს. 1944 წელს სამუშაოდ გადაიყვანეს საქართველოს კპ ცენტრალურ კომიტეტში ინსტრუქტორად, 1946-1949წწ. იგი აირჩიეს მესტიის რაიკომის მეორე მდივნად; პარტიული სკოლის დამთავრების შემდეგ ისევ დაბრუნდა მესტიაში და დაიკავა მეორე მდივნის თანამდებობა, სადაც 10 წელი იმუშავა და თავის საქმიანობით სვანეთის მოსახლეობაში დიდი ავტორიტეტი და პატივისცემა დაიმსახურა. 1960-1973წწ. ხელმძღვანელობდა მესტიის რაიონის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილებას და მისი ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მნიშვნელოვნად ამაღლდა რაიონში კულტსაგანმანათლებლო მუშაობა, კულტურის ძეგლების დაცვის, რესტავრაციისა და მოვლა-პატრონობის საქმე. პარტიულ და სახელმწიფო ორგანოებში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის სხვადასხვა დროს დაჯილდოებული იყო მთავრობის ორდენებითა და მედლებით.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.243


გააზიარე: