The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოველ მერლანი

იოველ მერლანი
დაბადების თარიღი:24 თებერვალი, 1939  (86 წლის)
კატეგორია:პოლიტიკოსი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლენჯერი, მესტიის რაიონი.

დაამთავრა მესტიის საშუალო კოლა 1958 წელს; საქართველოს ზოოვეტერინალური ინსტიტუტი 1962 წელს; ქ. ბაქოში პარტიული უმაღლესი სკოლა.

1962 წელს მუშაობა დაიწყო მესტიის კომკავშირის რაიკომში ჯერ ინსტრუქტორად, ხოლო შემდეგ იგი აირჩიეს მესტიის კომკავშირის რაიკომის პირველ მდივნად. 1970 წელს გააგზავნეს ქ. ბაქოში და სწავლობდა პარტიულ უმაღლეს სკოლაში, საიდანაც დაბრუნების შემდეგ სამუშაოდ გადაიყვანეს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში ინსტრუქტორად, ხოლო შემდეგ აირჩიეს თიანეთის რაიკომის პირველ მდივნად, სადაც 1982 წლამდე იმუშავა. 1980 წელს იგი აირჩიეს საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 1983-1991წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოში სოფლის მეურნეობის საკოორდინაციო საბჭოს განყოფილების გამგის მოადგილედ. შემდგომ წლებში იყო ლილოს მეფრინველეობის ფაბრიკის დირექტორი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წამყვანი სპეციალისტი. პარტიული და სხელმწიფო მოღვაწე.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.244

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ნაყოფიერი სამეურნეო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

გააზიარე: