The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით თვალაბეიშვილი

დავით თვალაბეიშვილი
Date of birth:20 June, 1969  (55 years)
Category:Public official, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 2006 წელს.

მუშაობდა საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. მონაწილეობდა კასპიის რეგიონიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით სატრანზიტო მილსადენების პროექტების მოლაპარაკებებისა და განხორციელების საკითხებში. 2006-2007წწ. მუშაობდა მსოფლიო ბანკის თბილისის ოფისში, "Carbon Finance", პროექტების კოორდინატორად სამხრეთ კავკასიაში; 2008-2009წწ. - იყო ფონდ "ათასწლეულის გამოწვევა საქართველოში", ენერგეტიკული პროექტების დირექტორი, ხელმძღვანელობდა ფონდის მიერ საქართველოში მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციის პროექტებს და საქართველოში გაზსაცავის მშენებლობის შესაძლებლობების შესწავლას; 2010-2012წწ. იყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, თბილისის ოფისის ენერგეტიკული პროექტების მენეჯერი და მუშაობდა მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციის პროექტებზე აშშ-ის საქართველოსთვის ფინანსური დახმარების ფარგლებში; 2012 წლიდან - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი; 2018 წლიდან - "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" (სსე) ხელმძღვანელი; 2019-2021წწ. - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; 2021 წლიდან -  სს "ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის" (ესკო) გენერალური დირექტორი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.145

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ბაქო-სუფსის ნავთობსადენის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის

Share: