შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარ თვალჭრელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა ბაუმანის სახელობის მოსკოვის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი ტურბინათმშენებლობის სპეციალობით. მუშაობა დაიწყო საკავშირო ტრესტ "კავკასენერგომონტაჟ"-ში, ქ. ბაქო; 1965-1967წწ. მუშაობდა ქ. კრასნოვოდსკში (თურქმენეთი) ტურბინების მონტაჟის ოსტატად; 1967-1968წწ. - თბილსრესის მე-4 ენერგობლოკის ტურბინის მონტაჟის მწარმოებლად; 1968 წლიდან - ტრესტ "კავკაზენერგომონტაჟის" საქართველოს სამონტაჟო სამმართველოს უფროსად; 1968-1982წწ. ხელმძღვანელობდა "თბილსრესის" მე-5, მე-8 ენერგობლოკებისა და "ტყვარჩელსრესის" 110 მვტ ენერგობლოკების მონტაჟს. 1979 წელს მონაწილეობდა სომხეთის ატომური ელექტროსადგურის მე-2 ენერგობლოკის მშენებლობაში; 1985-1992წწ. ხელმძღვანელობდა "თბილსრესის" მე-9 და მე-10 300 მვტ ენერგობლოკების მონტაჟს; 1992 წლიდან მუშაობდა ენერგოობიექტების რეაბილიტაციის პროექტებზე. დაჯილდოებულია საქართველოს რესპუბლიკის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სეგელებით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.145-146
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |