The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრედი თიკანაშვილი

გრედი თიკანაშვილი
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1932  (93 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამთო ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით 1955 წელს.

1956 წლიდან - ქ. შახტიორსკი (უკრაინა), N15 შახტის მექანიკოსი; 1956-1961წწ. - "საქენერგოს" თბილისის ეფლექტროქსელების მე-2 უბნის უფროსის მოადგილე; 1962-1963წწ. - აგარის, აბანოს, სტალინირის (ცხინვალის) ქვესადგურების ჯგუფის უფროსი; 1963-1977წწ. - "საქმთავარენერგოს" ახალციხის ელექტროქსელების მთავარი ინჟინერი, დირექტორის პირველი მოადგილე; 1977-1987წწ. - ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს ხაშურის რაისამრეწველო კომბინატის დირექტორი; 1987-1998წწ. - ხაშურის სარაიონოთაშორისო საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორი; 1998-2001წწ. - ხაშურენერგოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2001-2005წწ. - ხაშურის "სერვის-ცენტრის" ("ენერგოპროჯორჯია") უბნის უფროსი. მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით განხორციელდა მესხეთ-ჯავახეთის რეგიონის მთლიანი ელექტროფიკაცია. აშენდა 110 კვ. ელექტოგადამცემი ხაზები და ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის, ბოგდანოვკის, ტბის, აბასთუმნის, დვირის, ბაკურიანი და სტალინირის ქვესადგურები. მიღებული აქვს სიგელები, ჯილდოები, მადლობები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.146


გააზიარე: