Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კარლო თიკარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სუფსა, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1950 წელს. მუშაობა დაიწყო საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "სოფლელექტროპროექტში". 1968-1972წწ. მივლინებული იყო ეგვიპტეში. მონაწილეობდა ასუანის ჰიდროელექტროსადგურიდან მაღალი ძაბვის ელექტროგადამცენი ხაზების პროექტირებაში, როგორც კონსულტანტი, შემდეგ კი მთავარი ინჟინერი. დაჯილდოებული იყო ეგვიპტეში სსრკ საელჩოსა და საკავშირო მთავრობის საპატიო სიგელებით. 1972 წელს მუშაობა დაიწყო ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტში" ქვესადგურების, სარელეო დაცვისა და ავტომატიკის გაჰყოფილებაში პროექტის მთავარი ინჟინერის თანამდებობაზე; 1977-1981წწ. მივლინებული იყო ერაყში. მონაწილეობდა მაღალი ძაბვის ქსელების პროექტირებაში. მიღებული აქვს ერაყში სსრკ საელჩოს მადლობა. მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა შპს "ენერგოქსელპროექტში" ქვესადგურების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. მისი ხელმძღვანელობით დამუშავდა პროექტები: "500 კვ ქვესადგური ქსანი"; "220 კვ ქვესადგური თელავი" და სხვა. დაჯილდოებულია საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.146-147 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |