The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა თოფურია

მანანა თოფურია
დაბადების თარიღი:19 ნოემბერი, 1940  (84 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი მათემატიკოსის კვალიფიკაციით 1965 წელს.

1965-2008წწ. მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ენერგეტიკის ეკონომიკისა და მენეჯმენტის განყოფილებაში წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად. იყო ინსტიტუტის სწავლული მდივანი. 1982 წელს მოიპოვა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2002 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ენერგეტიკული დარგების მენეჯმენტის სასწავლო-სამეცნიერო მიმართულების უფროსი მასწავლებლის თანამდებობაზე. მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში. აქვს 50-მდე ნაშრომი, მათ შორის 3 სასწავლო სახელმძღვანელო.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.147-148

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: