The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინა თურქია

ნინა თურქია
დაბადების თარიღი:1940  (85 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი, ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1963 წელს.

მუშაობა დაიწყო ამავე ინსტიტუტის გამოთვლითი ტექნიკის საპრობლემო ლაბორატორიაში უმცროს მეცნიერ- თანამშრომლად, შემდეგ უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. მისი ინტერესების სფეროს წარმოადგენდა ენერგეტიკის მათემატიკური ამოცანები. 1976 წლიდან მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ელექტრული სადგურების, ქსელებისა და სისტემების კათედრაზე ჯერ უფროს მასწავლებლად, 1979 წლიდან - დოცენტად. მიყავდა კურსები: "ენერგეტიკის მათემატიკური ამოცანები" და "ელექტრული ქსელები და სისტემები". 2005 წლიდან - ასოცირებული პროფესორი; 2012 წლიდან - სრული პროფესორი. კითხულობდა ლექციებს მაგისტრატურასა და ბაკალავრიატში. მისი მეცნიერული მოღვაწეობის სფეროს წარმოადგენს დამყარებული რეჟიმების კომპიუტერული მოდელირება, პრობლემურად ორიენტირებული კლასების შექმნა. მისი ხელმძღვანელობით შესრულდა ორი სადოქტორო ნაშრომი თემაზე - ელექტრული რეჟიმების განივი და გრძივი ასიმეტრიების კვლევები და 8 სამაგისტრო სამუშაო. გამოქვეყნებული აქვს 34 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, სახელმძღვანელო "ელექტრული ქსელების მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმები" და ორი დამხმარე სახელმძღვანელო. მონაწილეობა აქვს მიღებული ავტომატური მართვისა და ენერგოსისტემების კომპიუტერიზაციის საკითხებისადმი მიძღვნილ ხუთ საერთაშორისო კონფერენციაში.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ელექტრული ქსელის ავარიული პარამეტრების გაანგარიშება რთული დაზიანების დროს", დაიცვა 1969 წელს.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.149

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: