შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი თხინვალელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მჭადიჯვარი, დუშეთის მაზრა. დაამთავრა თბილისის პირველი ტექნიკუმი 1923 წელს; ლენინგრადის ტექნოლოგიური ინსტიტუტი 1930 წელს და მიიღო ჰიდრავლიკური ძრავების სპეციალისტის კვალიფიკაცია. მუშაობდა ლენინგრადის მეტალურგიული ქარხნის წყლის ტურბინების ბიუროში კონსტრუქტორად. იქვე გააგრძელა მუშაობა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ; 1933-1935წწ. ხელმძღვანელობდა სადიპლომო დაპროექტებას და კითხულობდა ლექციების კურსს ლენინგრადის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1935 წელს - ხრამჰესმშენის სამმართველოს ინჟინერი, ელექტრომექანიკური განყოფილების უფროსი ინჟინერი; 1936 წლიდან - ზაჰესის მე-6 აგრეგატის მონტაჟის უფროსი; 1938 წლიდან - საქმთავარენერგოს ტექნიკური განყოფილების უფროსი ინჟინერი; 1945-1948წწ. იყო თბილისის 26 კომისართა სახელობის ქარხნის ჰიდროტურბინების საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსი, სადაც მისი ხელმძღვანელობით, პირველად საქართველოში, განხორციელდა მის მიერ შემოთავაზებული მცირე სიმძლავრის რეაქტიული კლასის ტურბინების წარმოება და ექსპლუატაციაში შეყვანა (მცირე სერია); 1947-1967წწ. - საქართველოს ნაგებობათა და ჰიდროენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე; 1951 წელს ლენინგრადში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1967-1988წწ. - მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის "ჰიდრავლიკისა და ჰიდრომანქანების" კათედრაზე, 1967-1982წწ. - დოცენტი, 1982-1988წწ. - პროფესორი; 1949-1954წწ. იყო ჰესების საექსპლუატაციოდ ჩაბარების სამთავრობო კომისიების ჰიდრომექანიკური სექციის თავმჯდომარე. მისი სამეცნიერო და საინჟინრო მოღვაწეობის სფეროებია: ჰიდროტურბინების მუშაობის ეფექტურობის ამაღლება, ჰიდროენერგეტიკული მოწყობილობების შერჩევა, ჰიდროაგრეგატების ტექნიკური მდგომარეობის კვლევა, ჰიდროტურბინების მოწყობილობების მონტაჟი, მცირე სიმძლავრის ჰიდროტურბინების დაგეგმარება, ჰიდროტურბინების მოდელური გამოკვლევა, ნატურული გამოკვლევები, ცვეთის პრობლემების შესწავლა. 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის, 2 სახელმძღვანელო და 2 დამხმარე სახელმძღვანელო. მისი ხელმძღვანელობით შესრულდა მრავალი სამეცნიერო გამოკვლევა. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.150-151 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |