Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ შავგულიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1953 წელს. 1958 წელს დაიწყო მუშაობა მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტის სამართლის განყოფილებაში უფროს ლაბორანტად აკადემიკოს თინათინ წერეთლის ხელმძღვანელობით; ამავე წელს შევიდა ასპირანტურაში, რომელიც 1961 წელს დაამთვრა; 1964 წელს მოსკოვში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1970 წელს დაინიშნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; 1974 წელს ასევე მოსკოვში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია; 1978 წლიდან მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამართლის დარგში; გამოყო სამართლის კვლევის ცენტრი, შემდგომ ჩამოაყალიბა სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც იყო სიცოცხლის ბოლომდე. 1989 წლის 14 აპრილს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით შექმნილი 9 აპრილს მომხდარი ტრაგედიის გარემოებათა გამოსაკვლევი კომისიის თავმჯდომარედ და ხელმძღვანელად დაინიშნა; მისი არაერთი თვალსაზრისი დაედო საფუძვლად ერის ცხოვრებაში ისეთი ეპოქალური მოვლენის იურიდიულ შეფასებას, როგორიც იყო 9 აპრილის ტრაგედია. არის ავტორი წიგნებისა: "აუცილებელი მოგერიება", "აფექტი და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა", "საზოგადოებრივი აზრი, მართლშეგნება და მოსწავლე-ახალგაზრდობა", "საზოგადოებრივი საშიშროების გამომრიცხველი გარემოებანი სისხლის სამართლის კანონმდებლობაში", "ქმნა მართლისა სიმართლისა". თ. შავგულიძეს ეკუთვნის მრავალი სამეცნიერო მონოგრაფია, რომლებმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს; მისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა მოიცავდა სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიისა და კრიმინალური ფსიქოლოგიის სამართლებრივ პრობლემებს; მან პირველმა გამოიყენა დიმიტრი უზნაძის "განწყობის თეორია" სამართლებრივ ასპექტში; წარმატებით უთავსებდა სამეცნიერო მუშაობას პედაგოგიურ და პრაქტიკულ მოღვაწეობას. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამთავრობო კომისიის თვმჯდომარე და ხელმძღვანელობდა სხვა დარგობრივი კომისიების მუშაობას; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ "მაცნეს" სამართლის სერიის რედაქტორი; ჟურნალ "სამართლის" რედკოლეგიის წევრი; სამართლის ინსტიტუტში მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა მრავალი სამეცნიერო კონფერენცია სამართლის დარგში, რომელშიც მონაწილეობდნენ უცხოელი იურისტები ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი. წყარო: თამაზ შავგულიძე / ნიკოლოზ თოდრაძე; რედ.: ცისანა გენძეხაძე .-თბ.,2005; მისი შემოქმედებითი წვლილი საქვეყნოდ არის აღიარებული : პროფესორ თამაზ შავგულიძის გახსენება // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2003. - 11 მარტი. - N64(4443). - 6გვ. (dspace.nplg.gov.ge) Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |