შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ძაგნაკორელი![]()
ბიოგრაფიაXVII-XVIII საუკუნეების პოეტი, ოცმარცვლიანი სალექსო საზომის შემომღები. მის შესახებ მწირი ცნობებია მოღწეული. გადმოცემით ცნობილია, რომ იყო რიტორი, საამო ლექსთა გამომთქმელი. როგორც სამეცნიერო წრეებში მიიჩნევენ, ძაგნაკორელი იყო ძველი ფეოდალური გვარის წარმომადგენელი, რომლის სამფლობელოც იყო ძაგნაკორა (არაგვის ხეობაში). აქედან უკვე პოეტის ზედწოდება - ძაგნაკორა. ძაგნაკორელს შემოუღია სალექსო ფორმა, რომელსაც შემდგომ "ძაგნაკორული" ეწოდა. ამ ტიპის ლექსის თითოეული სტროფი შედგება ოთხი ტაეპისაგან, ტაეპი ოცმარცვლიანია, აქვს გარეგანი რითმა და სარითმო ერთეული ყოველ ტაეპში ერთია. ყოველ სტროფში რეფრენის სახით მეორდება მეოთხე ტაეპი.
წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.371
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |