შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამუკა ძაძამია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: მარტვილის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფილიალი 1974 წელს. 1976 წელს მუშაობა დაიწყო აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ საგზაო სამმართველოში უფროს ინჟინრად, იყო ამავე სამმართველოს სამეცნიერო ტექნიკური საზოგადოების თავმჯდომარე. პარალელურად წერდა ლექსებსა და სტატიებს. მისი პირველი ლექსი დაიბეჭდა 1985 წელს გაზეთ "საბჭოთა აფხაზეთში". 1990 წელს მისი ათიოდე ლექსი შევიდა გამომცემლობა "ალაშარას" მიერ გამოცემულ კრებულში "ნაბიჯები". წერს საბავშვო პიესებს, ნოველებს. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.371 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |