შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაია მერლანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მესტია. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1985 წელს; სწავლა განაგრძო მოსკოვის დ. მენდელევის სახელობის ქიმიური ტექნოლოგიის ინსტიტუტის ორგანული ქიმიის კათედრაზე. 1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1989-2002წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად, 2003 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელია. არჩეულია ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. 1995 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მუშაობას საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. 2011 წლიდან არის საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მიჰყავს სამაგისტრო კურსი ორგანულ ქიმიაში. 1997 წელს ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის მიენიჭა საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტის წოდება ახალგაზრდა მეცნიერთა შორის, 2002 წელს გახდა ნატო-ს "სამეცნიერო პროგრამა მშვიდობისათვის" სტიპენდიანტი. 2003-2006წწ. მოიპოვა ნატოს გრანტი თემაზე: "ახალი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების სინთეზი სტეროიდული საპოგენინის-ტიგოგენინის საფუძველზე". საქართველოს შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და აშშ/საქართველოს ერთობლივი სამეცნიერო განვითარების ფონდის გრანტების თანამონაწილეა (2007-2013). 2013 წელს მოიპოვა მაცუმაეს საერთაშორისო ფონდის (იაპონია) სტიპენდია სამეცნიერო პროექტისთვის: "ლაშქარას ბიოლოგიურად აქტიური ბიოპოლიმერის ანალოგის სინთეზი" და მიწვეულია ჰოკაიდოს უნივერსიტეტში აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად. 2002-2010წწ. პერიოდულად მუშაობდა მოწვეული მეცნიერის სტატუსით საბერძნეთის ეროვნულ სამეცნიერო ცენტრ "დემოკრიტოს"-ში, 2010 წელს მიწვეული იყო ინდოეთის ქ. ბელგაუმის უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად. ქიმიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 80 სამეცნირო ნაშრომის ავტორი, 42 საერთაშორისო კონფერენციის და სიმპოზიუმის მონაწილე. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.248 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |