შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გალაქტიონ იამანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ტყიბულის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით, ნავთობის და აირების ჭაბურღილების ბურღვა, 1955 წელს და მიენიჭა სამთო ინჟინერ-მენავთობის კვალიფიკაცია. 1955 წელს მუშაობა დაიწყო თურქმენეთის ნავთობის გაერთიანებაში მბურღავის თანაშემწედ. შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე: 1962 წლიდან - თურქმენეთის ღრმა ბურღვის სამმართველოს უფროსი; 1966-1971წწ. - ტრესტ "საქნავთობის" სამმართველოს უფროსი; 1971-1981წწ. - საკავშირო გაერთიანება "სოიუზბურგაზის" ამიერკავკასიის ექსპედიციის უფროსი; 1981 წელს - საქართველოს მელიორაციის სამინისტროს ჰიდროგეოლოგიური სამელიორაციო ექსპედიციის ბურღვის სპეცსამმართველოს უფროსი; 1981-1985წწ. - საწარმოო გაერთიანება "საქნავთობის" ქართლის სადაზვერვო ბურღვის სამმართველოს უფროსი; 1985-1990წწ. - "საქნავთობში" სხვადასხვა თანამდებობებზე; 1990-1995წწ. - საქბურღგეოთერმიის სამმართველოს უფროსი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.151 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |