შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია ითონიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1977 წელს ხმელეთის ჰიდროლოგიის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინრის წოდება. 1979-1983წწ. სწავლობდა საქართველოს ენერგეტიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში, ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. 1977-1980წწ. - საქსახწყალპროექტი, ინჟინერი; 1989-1996წწ. - ენერგეტიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, ინჟინერი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1996-1997წწ. - საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო, სამეცნიერო-ტექნიკური სამმართველოს უფროსი; 1997-1999წწ. - სს საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაცია, ფინანსთა, ეკონომიკისა და იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი; 1999-2004წწ. - საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსი; 2005-2007წწ. - შპს "კანარგო-ჯორჯია", მენეჯერი; 2007-2013წწ. - "ტეტისის" ცენტრალური და სამხრეთ აზიის კომერციული მენეჯერი; 2013 წლიდან - "საუს კავკასუს პერტოლეუმ კორპორეიშენი"-ს საქართველოს ფილიალის გენერალური დირექტორი. 1999-2004წწ. გავლილი აქვს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები TCIC პროგრამების ფარგლებში აშშ-შში და თბილისში. 2002-2003წწ. იყო საქართველოს მთავრობის ბრძანებით შექმნილი გარემოს დაცვითი სახელმწიფო კომისიის წევრი, რომელიც მუშაობდა საქართველოში საავტომობილო საწვავის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და იყო ნავთობისა და გაზის ოპერაციების ტრანსპორტირებისა და გადამუშვების საკითხებზე მომუშავე ყველა სამთავრობო კომისიის წევრი. არის 14 გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიის ავტორი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.151-152 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |