The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური ითონიშვილი

იური ითონიშვილი
დაბადების თარიღი:1927
გარდაცვ. თარიღი:1999  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1948 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კაპიტალური მშენებლობის განყოფილებაში ინჟინერის თანამდებობაზე. 1952 წელს იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტის ასპირანტი, 1953 წელს - ტექნიკურ მენიერებათა კანდიდატი. 1953-1967წწ. - ენერგეტიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სწავლული მდივანი, დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 1968-1999წწ. - საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 10 სამეცნიერო ნაშრომის და მონოგრაფიის ავტორი, რომლებშიც დამუშავებულია ქსელური ნაკადების დერივაციული მოვლენების საწინააღმდეგ ღონისძიებები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.152-153


გააზიარე: