Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე იმნაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით1948 წელს. 1950-1956წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1956 წლიდან იყო ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი, შემდეგ N8 მექანიზებული კოლონის უფროსის მოადგილე; 1964 წლიდან - ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" მმართველის მოადგილე; 1981 წლიდან - იმავე ტრესტის მთავარი ინჟინერი. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით აშენდა მრავალი მაგისტრალური ხაზი და ქვესადგური, კავკასიის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი სისტემათაშორისო ელექტროგადამცემი ხაზები. დაჯილდოებულია საქართველოს, სომხეთისა და დაღესტნის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმების საპატიო სიგელებით. მიღებული აქვს მრავალი მედალი და წარჩინების ნიშანი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.153 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |