შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დოდო იმნაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1959 წელს. 1959-1963წწ. მუშაობდა თბილისის ხელსაწყოთა მშენებლობისა და ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ლაბორანტად, შემდეგ ინჟინრად. 1972 წლიდან - ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. 1975-1982წწ. მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის კათედრის ასისტენტად, უფროს მასწავლებლად, 1982 წლიდან - დოცენტად; 1996 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ელექტრული ენერგიის გამოყენების კათედრის გამგე. 1998 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. კითხულობდა ლექციებს "ელექტროტექნოლოგიასა" და "კომპლექსური ელექტრიფიკაციის საფუძვლებში" სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის სპეციალობის სტუდენტებისათვის. არის 38 სამეცნიერო და მეთოდური ხასიათის შრომების ავტორი, მათ შორის, ერთი სახელმძღვანელოსი. არჩეული იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ქალთა საბჭოს თავმჯდომარედ, ფაკულტეტის პროფესიული ბიუროს თავმჯდომარედ, სახალხო სასამართლოს მსაჯულად. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.153 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |