შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯულიეტა მილდიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: გულრიფშის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1966 წელს. სტუდენტობისას იგი თეატრში მსახიობად და სტუდენტურ რადიოში დიქტორად მუშაობდა. უნივერსიტეტში სწავლისას იმდენად გამოიჩინა თავი, რომ პროფესორები ა. შანიძე და ვ. თოფურია სთხოვდნენ მას სვანურ-ქართული ენის საკითხებზე მათთან ემუშავა. 1978 წლის 14 აპრილს იგი თავის მეგობრებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში ქართული ენის დასაცავად, რომელიც თბილისში იმართებოდა. აქედან დაიწყო მისი დევნა და ორ შვილიანი დედა სამსახურიდან სრულიად უმიზეზოდ დაითხოვეს. ზ. გამსახურდიას და მ. კოსტავას ციხიდან გამოსვლის შემდეგ იგი გაწევრიანდა ჰელსინგის კავშირში და აქტიურად ჩაება ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობაში და სერიოზული წვლილი შეიტანა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის საქმეში. 1990 წელს დაინიშნა საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილედ, გარკვეული დროით მინისტრის მოვალეობასაც ასრულებდა. 1992 წელს ცნობილი მოვლენების გამო, იგი გადადგა თანამდებობიდან და გაიარა დიდი შევიწროება და დევნა, რის გამო იგი მძიმედ დაავადდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებით. 1992 წლიდან მისი ლექსები სისტემატიურად იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში (ცისკარი", "მნათობი", "ლიტერატურული საქართველო", "დილა", "საქართველოს ქალი", "ნიანგი", "ლიტერატურული პალიტრა", "ჩვენი მწერლობა" და ა., შ.). გამოცემული აქვს სამი პოეტური კრებული: "ამოდის მთვარე" (1981), "მინდვრის ყვავილი" (1987), "ვაი ჩემო საქართველო" (1997). ბოლო 12 წელი აქტიურად მუშაობს შუმერულ-ქართული ეთოგენეზიის და შუმერულ-სვანურ-ქართული იდენტურობის საკითხებზე. გამოსაცემად მომზადებული აქვს: "ქართველები შუმერები ვართ", "საქართველო მარადობრივი საწყისის ქვეყანა", ლექსების რჩეული "ედევაისის სევდა" და მოთხრობების კრებული "სულის პროცესი". წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.252 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |