The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლანდა ლურსმანაშვილი

ლანდა ლურსმანაშვილი
Date of birth:12 January, 1987  (38 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი; დიპლომისშემდგომი სწავლება (რეზიდენტურა) სტომატოლოგიურ კლინიკასა და სასწავლო-კვლევით ცენტრ "უნიდენტში" გააგრძელა; ალბიუსის პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლა, კონსერვატიული და ქირურგიული პაროდონტოლოგიის მიმართულებით; გაიარა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სერტიფიცირებული კურსი "ჯანდაცვის სამართალი და მენეჯმენტი"; პრაქტიკული კურსი თერაპიულ სტომატოლოგიაში გავლილი აქვს გერმანიაში, კიოლნის სამედიცინო უნივერსიტეტში.

2017 წლიდან პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლის, პაროდონტოლოგთა კლუბის აქტიური წევრია; იგი აქტიურადაა ჩართული პროფესიული საზოგადოებების საქმიანობაში; 2005 წლიდან მონაწილეობს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის სამეცნიერო და პროფესიულ პროექტებში; 2018 წლიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტია; 2017 წლიდან ლექციებს კითხულობს სხვადასხვა უნივერსიტეტში და ეწევა დამოუკიდებელ საექსპერტო საქმიანობას სამედიცინო განათლების მიმართულებით; აქტიურად ეწევა სამეცნიერო საქმიანობას; გამოქვეყნებული აქვს 10-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია, მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ათეულ სამეცნიერო ღონისძიებაში. როგორც სპიკერი, წარსდგა ესპანეთში ამერიკის სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის, ლიდერ ქალთა მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, მოხსენებით: "გენდერული სტერეოტიპები და შრომითი სეგრეგაციის პრობლემა სტომატოლოგიურ დაწესებულებებში"; 2018 წლიდან სტომატოლოგიის კლინიკა "ალბიუსი" (ქირურგი, პაროდონტოლოგი)

წყარო: კვალიფიციურ პაროდონტოლოგთა კლუბი: parodontolo.ge

Member of Organizations

  • სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი "რადიქსი", საბჭოს წევრი (2022-)
  • სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი "რადიქსი", პრეზიდენტი (2018-2022)
  • სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი "რადიქსი", ვიცე-პრეზიდენტი (2009-2018)
  • საქართველოს პაროდონტოლოგიისა და იმპლანტოლოგიის საზოგადოება, პრეზიდენტი (2018-2019)

Share: