The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გუჯა ბერიშვილი

გუჯა ბერიშვილი
Legal name:ელგუჯა ბერიშვილი
Date of birth:22 December, 1952  (72 years)
Category:Journalist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სალხინო, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი 1977 წელს; ამავე ინსტიტუტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი სპორტული ჟურნალისტიკის განხრით; 1978 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ჟურნალისტიკის ფაკულტეტი).

1978 წლიდან სპორტულ ჟურნალისტიკაშია; 1978-2011წწ. მუშაობდა გაზეთების - "ლელოს" (განყოფილების გამგე), "საქართველოს რესპუბლიკის", "რესპუბლიკის" (სპორტული მიმომხილველი), "სარბიელის" (რედაქტორის მოადგილე) რედაქციებში, რადიო "თავისუფლებაში" (სპორტული მიმომხილველი); როგორც დელეგატი, მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (1989) და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (1990) დამფუძნებელ ყრილობებში; 1992 წელს გამოსცა ჟურნალი "ჩემპიონი"; 2005-2019წწ. რედაქტორობდა ორენოვან ჟურნალს - "ქართული სპორტი"; მისი წარდგინებით, 1992 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია გახდა სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციის (AIPS) წევრი; 1997 წელს აირჩიეს AIPS-ის ევროპის კომისიის წევრად. დელეგატის სტატუსით მონაწილეობდა AIPS-ის 15 კონგრესში; 1992-2012წწ. აკრედიტებული იყო ზაფხულისა და ზამთრის 8 ოლიმპიურ თამაშებზე (მათ შორის - საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის პრეს-ატაშეს რანგში) სპორტულ ჟურნალისტად; 1999 წელს თავმჯდომარეობდა სარეფერენდუმო კომიტეტს, რომელმაც გამოავლინა საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენები, გუნდები, მწვრთნელები და სპორტის მოღვაწეები; მისი ორგანიზებით, 1999 წლის 19 ოქტომბერს თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა ამ რეფერენდუმის ლაურეატთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია; იყო საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი პირველ ევროპულ თამაშებზე (2015, ბაქო), ზაფხულის XXXI (2016, რიო დე ჟანეირო) და XXXII ოლიმპიურ თამაშებზე (2021, ტოკიო). ე. ბერიშვილი არის ავტორი, პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი წიგნებისა და ალბომებისა; მისი რედაქტორობით გამოიცა ნოდარ გუგუშვილის მიერ შედგენილი "ოლიმპიური ენციკლოპედია" (1997, 274 გვ.), ირაკლი ლომოურის "მოგზაურობა ოლიმპეთში" (2014, 192 გვ.), თამარ ბალავაძის "ჭიდაობის პროფესორი" (2017, 295 გვ.). ქართველთაგან პირველია, ვისაც პიერ დე კუბერტენის მედალი მიენიჭა (2023 წლის 30 მარტს). სპორტის მოღვაწე.

წყარო: საქართველოს ერვნული ოლიმპიური კომიტეტი: geonoc.org.ge; საქართველოს პირველი არხი: 1tv.ge

Member of Organizations

  • საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი (2012-)
  • საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია, პრეზიდენტი (1991-2012)

Awards and Honors

  • 2023 - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პიერ დე კუბერტენის მედალი
    ოლიმპიური მოძრაობის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის
  • ღირსების ორდენი
  • მარტვილის საპატიო მოქალაქე
  • მიხეილ კაკაბაძის სახელობის პრემია
  • ოლიმპიური მედალი

Bibliography


Share: