შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომან მუკბანიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მამში, ლენტეხის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ჩოლურის საჯარო სკოლაში მასწავლებლად. ერთი წლის შემდეგ იგი გადაიყვანეს სოფელ ჩოლურის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად. 2008 წელს დაინიშნა ლენტეხის რაიონის მუნიციპალიტეტის ჯერ გამგებლის მოადგილედ, ხოლო შემდეგ პირველ მოადგილედ. იმავე წელს იგი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გახდა. 2010 წელს საქართველოში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და იგი მეორედ იქნა არჩეული ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე. ლენტეხის რაიონის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.258
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |