The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალერიან კალანდაძე

ვალერიან კალანდაძე
Date of birth:1926
Date of death:1999  (at 73 years)
Category:Engineer, Explorer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1951 წელს.

1941 წელს მოხალისედ შევიდა საბჭოთა არმიის რიგებში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მსახურობდა საბჭოთა არმიის სამშენებლო ნაწილებში. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა "საქშახტპროექტში" ინჟინრის თანამდებობაზე; 1958 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სწავლობდა ასპირანტურაში. 1962 წლიდან - ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. დისერტაციის დაცვის შემდეგ დაინიშნა ლაბორატორიის გამგის თანამდებობაზე; შემდგომ წლებში ხელმძღვანელობდა ქვესადგურებისა და ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენების განყოფილებას. მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავდა მსუბუქ და მძიმე შემვსებებზე დამზადებული ბეტონის კონსტრუქციების კვლევას. მის მიერ შემოთავაზებული და გამოკვლეული კონსტრუქციები, კერძოდ, ცენტრფუგირებული ანძები დაინერგა რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიასა და საქართველოში. მისი შრომები გამოცემულია აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, უნგრეთში, ახალ ზელანდიაში. იყო საკავშირო ჟურნალ "ბეტონი და რკინაბეტონი"-ს სარედაქციო კოლეგიის წევრი. მიღებული ჰქონდა საკავშირო ორდენი და მედლები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.156

Awards and Honors

  • ღირსების მედალი

Bibliography


Share: