Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბუთული მჭედლიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მესტია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1968 წელს (დაუსწრებლად). 1961 წელს დაინიშნა მესტიის რაიაღმასკომში ინსტრუქტორად; 1966-1970წწ. მუშაობდა რაიონის ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარედ; მისი ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში რაიონის მოთხილამურეები და მთამსვლელები მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევდნენ საქართველოსა და საბჭოთა კავშირის პირველობებზე; იყო საქართველოს სამთო მოთხილემურეთა ნაკრების წევრი; 1970 წელს დაინიშნა მესტიის პროკურატურაში გამომძიებლად, 1976 წელს იგი, როგორც გამოცდილი იურისტი, აირჩიეს მესტიის რაიონის სახალხო მოსამართლედ, სადაც 1987 წლამდე იმუშავა; 1987 წლის აპრილში გადაიყვანეს მესტიის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ და საორგანიზაციო განყოფილების გამგედ; 1990 წელს სამუშაოდ კვლავ დაბრუნდა მესტიის რაიონის პროკურატურაში, სადაც ჯერ პროკურორის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო შემდეგ მესტიის რაიონის პროკურორად დაინიშნა, სადაც 2003 წლამდე დაჰყო. ახალგაზრდობის წლებში აქტიურად იყო ჩაბმული, როგორც სპორტში, ისე ხელოვნებაში; დაპყრობილი აქვს კავკასიონის რამდენიმე მწვერვალი მ.შ. უშბა, აგრეთვე იგი არის ხალხური თვითშემოქმედების რამდენიმე ოლიპიადის მონაწილე და გამარჯვებული. სახელმწიფო მოღვაწე, სპორტსმენი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.261
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |