The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეა ხასაია

თეა ხასაია
დაბადების თარიღი:1975  (50 წლის)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

1992 წელს ჩაირიცხა სოხუმის ივანე ჯავახიშვილის ფილიალში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე, შემდეგ სწავლა ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში გააგრძელა.

ბავშვობიდან წერდა ლექსებს, ადგილობრივ გაზეთებშიც დაიბეჭდა. მერე იყო 20 წლიანი პაუზა, ემიგრაციაში კი მუზა ახალი სიმძლავრით ეწვია. მისი ლექსები დაიბეჭდა "ლიტერატურულ საქართველოში", ჟურნალ "ხორნაბუჯში", "ლიტერატურულ მესხეთში", ჟურნალ "გზაჯვარედინში", ოცტომეულ "მზის არილის" ათ ტომში, ინგა სუბანის ლურჯ კრებულში და სხვა. საკუთარი კრებული ჯერ არ აქვს.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.393-394

ბიბლიოგრაფია

  • მზის არილი : თანამედროვე ქართული პოეზია (თანაავტორი) // ტ. 11. - თბილისი, 2017. - 320გვ.. - ISBN: 9789941416484
  • Facebook-ის სკივრიდან : სხვადასხვა ადამიანების ჩანაწერების ანუ "სტატუსების" კრებული (თანაავტორი) // წ. 1 . - თბილისი, კალმოსანი, 2017. - 224გვ.. - ISBN: 9789941951435
  • მზის არილი : თანამედროვე ქართული პოეზია (თანაავტორი) // ტ. 4. - თბილისი, 2016. - ISBN: 9789941461484
  • მზის არილი : თანამედროვე ქართული პოეზია (თანაავტორი) // ტ. 5 . - თბილისი, 2016. - 320გვ.. - ISBN: 9789941461491
  • ჩანაწერები ინგას უბნიდან : მუზა (თანაავტორი). - ბათუმი, შპს "თეგი", 2015. - 300გვ.. - ISBN: 9789941082436

გააზიარე: