The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ია ხასაია

ია ხასაია
დაბადების თარიღი:1965  (60 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი თარგმანის სპეციალობით 1989 წელს.

პირველ პოეტურ ნაწარმოებებს მოსწავლეობისას აქვეყნებდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, 1989 წელს გამოცემულ ტარას შევჩენკოს ლექსების კრებულში შევიდა მისი თარგმანი; არაერთი ლექსი და თარგმანი გამოაქვეყნა "ლიტერატურულ გაზეთში". არის სამი პოეტური კრებულის ავტორი: "ლექსმა თქვასო" (2002), "სულ... მო...სათქმელად" (2017), "იყო... არადა" (2019).

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.394

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: