The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ კანდელაკი

დაბადების თარიღი:1937
გარდაცვ. თარიღი:2011  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1960 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ტრესტ "ინჟმშენში" ინჟინრად. 1962 წელს აკადემიკოს ვ. გომელაურის მოწვევით გადავიდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. დიდებულიძის სახელობის ენერგეტიკის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1968 წელს ქ. კიევში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1970 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 2000-2003წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ენერგეტიკის სამმართველოს. მისი უშუალო მონაწილეობით ქ. თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის საპილოტო პროექტები. წლების მანძილზე იყო საქართველოს ნავთობის კორპორაციის კონსულტანი. 2000 წელს ქ. ატლანტაში (აშშ) ინჟინერ-ენერგეტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის კონგრესზე მას გადაეცა ამ ასოციაციის განსაკუთრებული აღიარების ჯილდო. არის 50-ე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის აღსანიშნავია შრომები თბომასაგადაცემის თეორიაში, თბოენერგეტიკული დანადგარების ოპტიმიზაციის, საიმედობისა და ეფექტურობის ამაღლების სფეროში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ორი ნაშრომი - "ინგლისურ-რუსულ-ქართული ენერგეტიკული" და "ნავთობისა და გაზის ინგლისურ-რუსულ-ქართული" ლექსიკონები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.158

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: