Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დანიელ ხახიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ონი. 1970 წელს დაიბეჭდა მისი ლექსების პირველი კრებული – "მოლოდინი". 33 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ონის რადიომაუწყებლობას, აქტიურად იყო ჩართული მრავალ საზოგადოებრივ საქმეში. გამოცემულია მისი ლექსების 12 კრებული. მისი ლექსები, რომელთა ძირითადი თემატიკა საქართველოს, მშობლიური კუთხის, ქართველი ხალხის სიყვარულია, სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ, შემდგომ კი – ისრაელის ქართულენოვან პრესაში. 80 წლის იუბილის აღსანიშნავად ისრაელის ქალაქ ბერ-შევას მერიამ მისი რჩეული ლექსების ერთტომეული გამოსცა. პოეტური კრებულების გარდა, მას ეკუთვნის ილუსტრირებული პატარა წიგნიც "ქართველ ებრაელთა ცხოვრება აშკელონში". პოეტის უკანასკნელი სურვილით, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ქუთაისისადმი მიძღვნილი მისი ლექსი (ჟურნალისტ ალეკო შენგელიას წინასიტყვაობით) გამოაქვეყნა იმერეთის რეგიონულმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა გაზეთმა "პოსტსკრი პტუმმა"; ონში გახსნილია დანიელ ხახიაშვილის სახლ-მუზეუმი. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.395-396 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |