შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ნაკანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მესტია. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1971 წელს; მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა, წყლის ეკოლოგიის სპეციალობით, იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია 1976 წელს. მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის ს/კ ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად. 1991 წელს იგი, როგორც მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, დამოუკიდებელი საქართველოს ახლად შექმნილი გარემოს დაცვის მინისტრად დაინიშნა. 1992 წელს მისი ინიციატივით ქ. ბუქარესტში, რიგ სახელმწიფოთა კოლეგებთან ერთად ხელი მოაწერა "შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის საერთაშორისო კონცეფციას". 1977-1990წწ. მუშაობდა საქართველოს ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტში, შემდგომ წლებში იყო საქართველოს მინისტრთა კაბინეტის საქმეთა მმართველის მოადგილე, 1995-2000წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილე. შემდგომში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჰიდროტექნიკისა და საინჟინრო ეკოლოგიის კათედრაზე მოღვაწეობდა და ეკავა პროფესორის თანამდებობა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში იგი ხელმძღვანელობდა მეცნიერული უზრუნველყოფის სამსახურს და თანამშრომლობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიასთან და სოფლის მეურნეობის მიმართულების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან. მისი საქმიანობის სფეროში შედიოდა აგრეთვე აგრარული კოლეჯების, სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა საზღვარგარეთის ქვეყნებში კვალიფიკაციის ამაღლების, სურსათის ხარისხის მართვის, მიწის რესურსების გამოყენებისა და რიგი სხვა საკითხები. ახლო სამსახურეობრივი ურთიერთობა ჰქონდა მსოფლიო ბანკთან და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებასთან. გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.266
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |