Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ მაჭავარიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბორი, ორჯონიკიძის რაიონი (ახლანდელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი). დაამთავრა ქ. ქუთაისის ქალთა სასწავლებელი 1912 წელს. 1931-1932წწ. მუშაობდა 25 თებერვლის სახელობის საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკაში, დამუშავების სექტორში; 1932-1935წწ. პერიოდიკის განყოფილების გამგის თანამდებობაზე; 1935-1941წწ. კავკასიოლოგიის კაბინეტის გამგედ; 1941 წლის 3 ივლისიდან დაინიშნა საცნობარო–ბიბლიოგრაფიულ განყოფილებაში მთავარი ბიბლიოგრაფის თანამდებობაზე; 1942 წლის 3 თებერვლიდან მკითხველთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, დაევალა მეცნიერ-მუშაკთა კაბინეტის, ქართველოლოგიის კაბინეტისა და პერიოდ დარბაზის ხელმძღვანელობა; 1943-1944წწ. დაინიშნა საბიბლიოგრაფიო განყოფილების გამგის თანამდებობაზე; 1944 წლის 1 ივლისიდან გადაყვანილია მომსახურების სექტორის გამგის თანამდებობაზე, მასვე დაევალა ქართულ პერიოდული გამოცემათა ანალიტიკური ბიბლიოგრაფიის წარმოება და დროებით ბიბლიოგრაფიული განყოფილების მუშაობის უშუალო ხელმძღვანელობა; 1944 წლის 29 დეკემბრიდან გადაყვანილია დამუშავების განყოფილებაში მთავარი ბიბლიოთეკარის თანამდებობაზე; 1958 წლის 3 ივნისიდან რარიტეტსაცავი გადაეცა მხარეთმცოდნეობის კაბინეტს და დაევალა მისი ხელმძღვანელობა მთავარ ბიბლიოთეკარს; 1967-1972წწ. გადაყვანილია დაკომპლექტების განყოფილებაში იმავე თანამდებობაზე; 1972 წლის 15 აგვისტოდან მიღებულია მხარეთმცოდნეობის განყოფილებაში, უფროსი ბიბლიოთეკარის თანამდებობაზე; 1973-1975წწ. გადაყვანილია მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე. მიღებული აქვს არაერთი მადლობა და ჯილდო ხანგრძლივი და უმწიკვლო მუშაობისთვის, მათ შორის: საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს კულტურის მუშაკთა პროფკავშირის რესპუბლიკური კომიტეტის საპატიო სიგელი – დაბადების 70 და საბიბლიოთეკო დარგში 50 წლისთავთან დაკავშირებით (1965). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.607-608 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |