The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი კასრაძე

გიორგი კასრაძე
დაბადების თარიღი:1942
გარდაცვ. თარიღი:2013  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1963 წელს.

მუშაობა დაიწყო ქ. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თბოელექტროცენტრალში, სადაც გაიარა სხვადასხვა თანამდებობრივი საფეხურები: ელექტროზეინკალი, მორიგე ელექტრომონტიორი, მართვის ფარის მორიგე, ელექტროსაამქროს მორიგე ცვლის უფროსი, ელექტროსადგურის მორიგე ინჟინერი. 1968 წელს მუშაობდა ქ. თბილისში "ამიერკავკასიის ენერგოსისტემების გაერთიანებულ სადისპეტჩერო სამსახურში" ელექტრული რეჟიმების სამსახურის ინჟინრად, მორიგე დისპეტჩერად; 1969 წელს გადაიყვანეს გამოთვლითი ტექნიკის სამსახურში ალგორითმიზაციის ჯგუფის უფროსად, შემდეგ, გამოთვლითი ტექნიკის სამსახურის უფროსად, გაერთიანებული გამოთვლითი ტექნიკისა და სადისპეტჩერო მართვის ავტომატიზებული სისტემების სამსახურის უფროსად. იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი და უშუალო მონაწილე ამიერკავკასიაში ენერგეტიკის დარგში გამოთვლითი ტექნიკისა და მათემატიკური უზრუნველყოფის დამუშავებისა და დანერგვის მიმართულებით. თანამდებობრივი სტატუსიდან გამომდინარე, 15 წლის მანძილზე იყო ამიერკავკასიის ქვეყნების (რესპუბლიკების) ენერგოსისტემებში მართვის ავტომატიზებული სისტემების დანერგვისა და განვითარების კოორდინატორი. 1988 წელს დაინიშნა "ამიერკავკასიის ენერგოსისტემების გაერთიანებული სადისპეტჩერო სამმართველოს" უფროსის მოადგილედ, ხოლო 1994 წლიდან - სამმართველოს რეორგანიზაციის შედეგად დაფუძნებული სს "საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ენერგოსისტემების პარალელური მუშაობის კოორდინაციისა და მართვის ცენტრის" (სს "პონტოელის") გენერალური დირექტორის მოადგილედ; 2002 წლის ივლისიდან - გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. მუშაობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის: "დსთ-ს დამსახურებული ენერგეტიკოსი", "სსრკ ენერგეტიკის ფრიადოსანი".

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.159-170

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ) (ბრინჯაოს მედალი)

გააზიარე: